თინა ბოკუჩავა : ბადრი ქათამაძე, რომელმაც სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, რეციდივისტი და სუს-ის აგენტია

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს. ფაქტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.”

პარტიის წევრი თინათინ ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სავარაუდო დამნაშავე ხელისუფლების მფარველობის ქვეშაა.

“ბადრი ქათამაძე, რომელმაც გუშინ ხანძარი გააჩინა პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში, არის რეციდივისტი, მაგრამ ის, ასევე, არის სუსის აგენტი. სწორედ ამიტომ, ის სარგებლობს ხელისუფლების მხრიდან მფარველობით და სრული ხელშეუხებლობით. შესაბამისად, გუშინდელი დანაშაული იყო, ასევე, ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დანაშაული, ეს არის “ქართული ოცნების სახე,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ახალგაზრდა მამაკაცმა ბაჩო ქათამაძემ, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი პირდაპირ ეთერში გააჩინა – ვიდეო კი სოციალურ ქსელში თავად ატვირთა. ის პოლიციამ დააკავა. ქათამაძეს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე : ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით, სრულიად საქართველოს ვავედრებ უფალს
შემდეგი სტატიაშოთა რეხვიაშვილი : ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში 95 პირის ნიმუშია გადაგზავნილი, პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი