თინა ბოკუჩავა – ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ის აღსრულდება, უბრალოდ, საუბარია ვადებზე, ჩვენი სურვილი და მოთხოვნაა, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და სახალხო პროტესტს აერთიანებს სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა.

ბოკუჩავას თქმით, სასურველია, რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს არჩევნები და ეს არის ბრძოლის ნაწილი.

„ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ქვეყანაში იქნება თუ არა ახალი არჩევნები. ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხედავთ, რომ საყოველთაო ეროვნული პროტესტის მოთხოვნა არის სწორედ ახალი არჩევნები ივანიშვილის, სუს-ის და მის მიერ კონტროლირებადი ცესკო-ს გარეშე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს არის ორად ორი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებს საყოველთაო, სახალხო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად, ივანიშვილის ჯიბის პროკურატურას არანაირი წვლილი არ მიუძღვის ამ გადაწყვეტილებაში.

ეს გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ის მაინც აღსრულდება, უბრალოდ, აქ საუბარია ვადებზე და ჩვენი სურვილი, მოთხოვნა და ბრძოლის ნაწილია, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, რათა აღარც ერთი ადამიანის უფლება არ იყოს დარღვეული ივანიშვილის რეპრესიული მანქანის მხრიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩამ.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი: კომპრომისი უნდა მოიძებნოს, ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია!
შემდეგი სტატიასკანდალური ქადაგება: “ქრისტიანებს ასეთი მთავრობა არ უნდა გვყავდეს” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი (ვიდეო)