თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 11, 2018 18:23

თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

მნიშვნელოვანი

  • თი ბოტი თიბისი ბანკის ჩათ ბოტია, რომლის საშუალებით მესენჯერიდან გაუსვლევად შესაძლებელია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულება: თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება, TKT.ge-დან ბილეთების შეძენა, დაგეგმილი ღონისძიებების, ახლომდებარე ბანკომატებისა და ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მიღება.

სხვა სტატიები

თიბისი ბანკის ჩათ ბოტი, თი ბოტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება, მომხმარებელს ახალ აქციაში ჩართვას სთავაზობს.

აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც Ti Transfer-ით ნებისმიერი ოდენობის თანხას გადარიცხავენ, Taxify-ის ან Luca Polare-ს ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. აქცია 10 ივლისს დაიწყო და 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველკვირეულად გამოვლინდება 500 გამარჯვებული.

Ti Transfer -ით გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:

· შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;

· დააჭიროთ „+“ ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);

· მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;

· დაადასტუროთ გადარიცხვა;

· მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის სასაუბროშივე მიიღებს.

· „მიიღე თანხის“ ღილაკის დაჭერის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე;

თი ბოტი თიბისი ბანკის ჩათ ბოტია, რომლის საშუალებით მესენჯერიდან გაუსვლევად შესაძლებელია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულება: თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება, TKT.ge-დან ბილეთების შეძენა, დაგეგმილი ღონისძიებების, ახლომდებარე ბანკომატებისა და ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მიღება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 11, 2018 18:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,873
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics