თიბისის სამთვიანი შეღავათი ​განვადებებსა და საკრედიტო ბარათებსაც შეეხება

თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებული სამთვიანი შეღავათი სესხებთან ერთად, ​განვადებებსა და საკრედიტო ბარათებსაც შეეხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განუცხადა.

შეღავათებით სარგებლობა ნებაყოფლობითი იქნება და თუ კლიენტს სურს გააგრძელოს გადახდა, ამის გაკეთება დისტანციურად შეეძლება. რაც შეეხება სამთვიანი საშეღავათო პერიოდის დასრულებას, ბანკში განმარტავენ, რომ ამ პერიოდში დაგროვილი თანხის დასაბრუნებლად, სესხის არსებულ ვადას 3 თვე დაემატება, ან არსებულ ვადაზე გადანაწილდება.

მანამდე თიბისიმ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – მთავრობის საქმიანობას ქვეყანაში კორონავირუსის შემოტანასთან დაკავშირებით დადებითად ვაფასებ
შემდეგი სტატიალიბერთი ბანკი მომხმარებლებს სესხებზე სამთვიან შეღავათებს სთავაზობს