თიბისის ბიზნეს აპს ახალი ფუნქციონალი დაემატა

თიბისის ბიზნეს აპში თუ აქამდე ახალი მომხმარებლის დამატება ყოველ ჯერზე თავიდან გიწევდათ, ახლა უკვე მარტივად არის შესაძლებელი აპლიკაციაში დაამატოთ და დაიმახსოვროთ რამდენიმე მომხმარებელი.

ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ „ჩემი ანგარიშის“ გვერდზე და აირჩიოთ ახალი ანგარიშის დამატება. შემდეგ შეიყვანეთ მომხმარებლის მონაცემები და დაადასტურეთ. ამ მარტივი პროცედურით თქვენს ბიზნეს აპში ახალი ანგარიში დაემატება.

თიბისის ბიზნეს აპი სპეციალურად ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი ციფრული ბანკია, რომელიც ბიზნესის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ითვალისწინებს. ბიზნეს აპი მნიშვნელოვნად ამარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ კომპანიის მართვას.

აპი მუდმივად განახლებადია, ახალი ფუნციონალები კი იმისთვის იქმნება, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს ბიზნესს საქმიანობა.
ბიზნეს აპის ჩამოწერა აქ შეგიძლიათ: https://bit.ly/tbc-business-app

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაგილოცავთ, ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან აღარ ითვლება, ან თუ ითვლება, ისე მოიხსენიებთ, რომ ჯობია არ მოიხსენიოთ – პრეზიდენტი