თიბისიმ EBRD-ისგან, ფაქტორინგის პროდუქტით მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო

თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან – EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო.

ეს პირველი შემთხვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმ ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა.

ფინანსური რესურსი თიბისის საშუალებას მისცემს, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხრიდან, ფაქტორინგის პროდუქტზე გაზარდოს წვდომა.

მოზიდული რესურსით დაფინანსდება შემდეგი სექტორები: სამომხმარებლო საქონლის დისტრიბუცია, სატრანსპორტო მომსახურება, სამშენებლო მასალების წარმოება და ვაჭრობა.

„ჩვენთვის, როგორც საქართველოში ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიებისთვის უწყვეტად შევქმნათ განვითარების ახალი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი შესაძლებლობაა ფაქტორინგის დაფინანსებისთვის EBRD-ისგან მოზიდული ფინანსური რესურსიც. ფაქტორინგით საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებს ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში წარმატებით ვეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ქართული საბანკო სექტორისთვის შედარებით ახალია, 68%-იანი წილით, ბაზარზე ლიდერები ვართ. ის ფაქტი, რომ თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელმაც EBRD-ისგან ამ მიმართულების დაფინანსებისთვის რესურსი ეროვნულ ვალუტაში მიიღო, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც ჩვენს მოწინავე პოზიციას პროდუქტისა და ზოგადად ვაჭრობის დაფინანსების განვითარებაში, ისე EBRD-ის ნდობას ჩვენს მიმართ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება
შემდეგი სტატიაქუთაისის უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” დაიწყო