თიბისი სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგს გთავაზობთ

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
პარასკევს, 13 სექტემბერს 11:00 საათზე, ონლაინ შეხვედრის რეჟიმში, სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის შესახებ ტრენინგს ჩაატარებს ინგა ცერცვაძე, Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი.
2 საათიანი ონლაინ ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• ზოგადი მოთხოვნები საკვები ობიექტის მიმართ
• HACCP-ის ისტორია
• წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები
• კარგი წარმოების პრაქტიკა
• კარგი ჰიგიენის პრაქტიკა
• საკვებით მოწამვლა
• საკვებთან დაკავშირებული საფრთხეები
• ალერგენები
• ჯვარედინი დაბინძურება
• 5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათის წარმოებისთვის
• რისკების კონტროლი სამზარეულოში
• HACCP-ის 12 საფეხური
• HACCP-ის სისტემის უპირატესობის დადგენა

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:
სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

banner
წინა სტატიაშიყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა-ერდოღანი
შემდეგი სტატიამოქალაქე, რომელმაც კობახიძეს “მონა და მოღალატე” დაუძახა, მოსამართლემ 1500 ლარით დააჯარიმა