12.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

თიბისი მომხმარებლებს  საქართველოს დიდი ქალაქების  საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.

ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომის და ზუგდიდის მაცხოვრებლები, რომლებიც ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის საფასურს  თიბისის ბარათებით  გადაიხდიან, თანხის 50%-ს, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ. სპეციალური პირობა არ ვრცელდება მოსწავლის და ბიზნეს ბარათებზე.

ქეშბექის შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის საფასურის 50%-ს ყოველი გადახდისას დაიბრუნებენ.

შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ თიბისის ბარათი, აიღეთ მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან, 30 წამში და იმგზავრეთ თიბისისთან ერთად ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ბორჯომში, გორსა და ზუგდიდში.

 

banner
წინა სტატიაშიისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
შემდეგი სტატიამკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის უკანონო შეძენის, ტარების და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე ერთ პირს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა