თიბისი ლიზინგისა და თეგეტას ერთობლივი აქცია

ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება. აქციის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ლიზინგით სპეციალურ ფასად C-HR-ის შეძენა თანამონაწილეობის გარეშე. დამატებით, ტოიოტას ცენტრში ამ მოდელის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს სამი საჩუქრიდან ერთ-ერთი:
• ულიმიტო საწვავი 6 თვის განმავლობაში GULF-სგან;
• 1500 ლარიანი ვაუჩერი საიუველირო მაღაზიისგან „ზარაფხანა“;
• 1500 ლარიანი ვაუჩერი საათებისა და საიუველირო მაღაზიისგან „ართთაიმი“.
საქართველოში C-HR-ის მოდელისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება, აქციის მიზანია აღნიშნული მოდელის პოტენციური მომხმარებლების წახალისება. თიბისი ლიზინგი ახალი მანქანების ლიზინგით შეძენაში საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიაა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება
შემდეგი სტატიანუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემები – გიორგი კეკელიძე