29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით 5-დან 19 ივლისის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი გაიმართება.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.

წელს ფესტივალი მეშვიდედ ტარდება. წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასი.

5 ივლისი | ფესტივალის გახსნა – პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბა“. მთავარ პარტიებს მარიამ ლომჯარია და ავსტრალიის ბალეტის წამყვანი სოლისტი დავი რამოსი შეასრულებენ.

7-8 ივლისი | პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“. სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ემა ჰოუსი და აიტორ არიეტა, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები მარიამ ელოშვილი და მასააკი გოტო.

10 ივლისი | ალექსანდრ კრეინის „ლაურენსია“, ვახტანგ ჭაბუკიანის ლეგენდარული ქორეოგრაფიით, ნინო სამადაშვილისა და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილის მონაწილეობით.

12 ივლისი | საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პროგრამა საბალეტო გალათი დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო ვარსკვლავები.

17-19 ივლისი | ფესტივალი დახურვა – პინა ბაუშის ლეგენდარული დასი Tanztheater Wuppertal Pina Bausch  სპექტაკლით „Masurca Fogo“.

თიბისი მრავალი წელია ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების ერთგული მხარდამჭერია. ბრენდი ხელს უწყობს ისეთ კულტურულ ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოებას მსოფლიო დონის ხელოვნებასთან აკავშირებს და ქვეყნის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას ემსახურება. სწორედ ამ მიზანს ეხმიანება თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალის მხარდაჭერაც.

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება: შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი
შემდეგი სტატიასენატორი ივან სკალფაროტო: ელენე არის ნამდვილი ევროპა საქართველოში და არა ისინი, ვინც მას აპატიმრებენ