თიბისი დაზღვევის COVID-19-თან დაკავშირებული მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებლებისთვის

თიბისი დაზღვევას თავისი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე აქვს.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამიტომ, დღეიდან, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თიბისი დაზღვევის მომსახურებით სარგებლობს, შეუძლია მთელი დეკემბრის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს REDMED-ის COVID-19 ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურება.

პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში კონსულტაცია გაიაროს სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმებთან.

ოჯახის ექიმის მომსახურება მოიცავს:

· სიმპტომების შეფასებას და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას.

· ინფექციის ბინაზე მართვას და მკურნალობას.

· ექიმის კვალიფიურ პასუხს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე.

· პაციენტის განათლების ამაღლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ.

„ბიზნესის წარმატებისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სერვისის შეთავაზება. თუმცა, არანაკლები წონა აქვს სწორედ იმ ადამიანების ლოიალურობას, თანადგომას და ნდობას, რომლებსაც მომხმარებლები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის უცვლელი პრიორიტეტი ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. რასაც, პანდემიის პირობებში, მათთვის უწყვეტი მხარდაჭერის გამოცხადებით ვამტკიცებთ და ამ შემთხვევაში, ვთავაზობთ ყველაზე საჭირო სერვისს – Covid-19 ვირუსის მართვის პროგრამაში ჩართვას სრულიად უფასოდ, რითაც REDMED-თან ერთად, მათ ვუმარტივებთ ყველზე მნიშვნელოვანს – ჯანმრთელობაზე ზრუნვას“, – პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დისტანციურად მართვის პროგრამის ფარგლებში, REDMED-ის ოჯახის ექიმებმა გაიარეს სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგი, რომელსაც Oklahoma City-ს ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციონისტი – გიორგი კურდღელაშვილი უძღვებოდა.

პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/TBCICOV19

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : რეინფიცირებასთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევის ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის მატება დაკავშირებულია ტესტირების გაფართოვებასთან და კიდევ მეტი გვექნება მომავალ დღეებში