თიბისი ბანკის საქმე – საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, რამდენიმე საათში, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ. საუბარია დაახლოებით 16 მილიონნახევარ დოლარზე.

“თიბისი ბანკის” და საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლების უფლებადამცველები მიმდინარე პროცესებს აბსურდულს უწოდებენ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. თუ სასამართლო საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანეს, დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

“საქმეში ყველა მტკიცებულება, მათ შორის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ადასტურებს სასესხო-სამოქალაქო ურთიერთობებს, მოცემულ ტრანზაქციას პროკურატურა ასახელებს, რომ ეს არის ფულის გათეთრება. თავად მათი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უდანაშაულო არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე,” – აღნიშნა ადვოკატმა ეკა ეგუტიამ.

ამავე საქმეზე ბრალდებულია ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელიც, მას პროკურატურა ფულის გათეთრებაში დახმარებას ედავება.

banner
წინა სტატიაში18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ბექა ბასილაია თავისუფალია
შემდეგი სტატიაპარლამენტის ბიუროს სოფო ქაცარავას უფლებამოსილების შეწყვეტის, ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის დამტკიცებისა და ახალი ფრაქციის შექმნის საკითხები წარედგინება