„თიბისი ბანკის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალზე თავდასხმისას თანამშრომელმა განგაშის სიგნალის ჩართვა მოასწრო

„თიბისი ბანკის“ ფილიალში შეჭრილი პირი ფულს ითხოვდა, – ამის შესახებ პირველ არხს „თიბისი ბანკის“ პრესსამსახურიდან განუცხადეს.

მათივე ცნობით, ბანკის თანამშრომელმა განგაშის სიგნალის ჩართვა მოასწრო.

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი საღამოს საათებში შეიჭრა. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა. თავდამსხმელმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ენაზე ავრცელებს
შემდეგი სტატიათბილისი ახალი წლის გასატარებლად საუკეთესო ევროპულ ადგილმდებარეობებს შორის დასახელდა