“ხვალ რომ გადაიფიქროს და აღარ გაასაჯაროვოს, ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს რა მოხდა?”

“ხვალ რომ გადაიფიქროს რაღაცის გამო და აღარ გაასაჯაროვოს, ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს, რა მოხდა?” – ეს განცხადება ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ, იმ სკანდალური წერილის შესახებ გააკეთა, რომელზეც გუშინ მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ TBC ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შს მინისტრი მუქარაში დაადანაშაულა. სწორედ ამის საფუძველზე, ევროპული საქართველო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებას აყენებს.

„ბრალდებაა საფუძვლიანი. ბატონ ხაზარაძეს ჯერ არ გაუსაჯაროებია ეს წერილი, ხვალ რომ გადაიფიქროს რაღაცის გამო და აღარ გაასაჯაროვოს, ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს, რა მოხდა? ბატონი ხაზარაძე ან ბატონი ჯაფარიძე თუ არ აღმოჩნდებიან, ჩვენი უმრავლესობის წევრების აზრით, მოწოდების სიმაღლეზე და უკან დაიხევენ, ვთქვათ, მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, პარლამენტმა რა უნდა თქვას, რომ ხელი დავიბანე და აღარ მაინტერესებსო? ეს არის ლუსტრაცია. ყველა, ვინც ახლა კომისიის წინააღმდეგ მისცემს ხმას, პირდაპირ ხელს აწერს, რომ არის არამარტო თანამონაწილე ამ ამბის, არამედ ინიციატორი არის საქართველოსთვის ბიზნესების პრობლემების შექმნის, საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქისთვის პრობლემების შექმნის,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გუშინ გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის შემცველი წერილი მისწერა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.

ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.

ბრალდებები უარყო შინაგან საქმეთა მინისტრმა

banner
წინა სტატიაშიProdigy-ს ვოკალისტის თვითმკვლელობა სპეციალურ სასამართლოს გადაეცა
შემდეგი სტატიარუსეთის მოქალაქეს ბერლინში აფეთქების მოწყობაში ედება ბრალი