“თიბისი ბანკი” საკუთარ კლიენტებს აფრთხილებს

ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს, რომ კლიენტებს ბანკის სახელით ეგზავნებათ წერილი ელ. ფოსტაზე ინფორმაციით, რომ მათი ინტერნეტბანკის ანგარიში დაბლოკილია და აქტივაციისთვის საჭიროა მითითებულ ლინკზე გადასვლა.

“თიბისიში” განმარტავენ, რომ აღნიშნულ წერილებს არ აქვს არანაირი კავშირი “თიბისი ბანკთან” და წარმოადგენს თაღლითურ ქმედებას.

“ბოლო დროს ფიქსირდება შემთხვევა, რომ ჩვენს კლიენტებს ბანკის სახელით ეგზავნებათ წერილი ელ. ფოსტაზე ინფორმაციით, რომ მათი ინტერნეტბანკის ანგარიში დაბლოკილია და აქტივაციისთვის საჭიროა მითითებულ ლინკზე გადასვლა, რომელიც წარმოადგენს ინტერნეტბანკის ვებ-გვერდის ასლს (“Phishing”).

აღნიშნულ წერილებს არ აქვს არანაირი კავშირი თიბისი ბანკთან და წარმოადგენს თაღლითურ ქმედებას. გთხოვთ, არ გადახვიდეთ მითითებულ მისამართზე და არ შეიყვანოთ თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

ასევე, გთხოვთ, ინტერნეტბანკში შესვლისას ყოველთვის გადაამოწმოთ, რომ იმყოფებით უსაფრთხო მისამართზე, რომელიც იწყება https://tbconline.ge

თუ თქვენ უკვე შეხვედით თაღლითურ მისამართზე და უკვე შეიყვანეთ თქვენი მონაცემები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეცვალოთ თქვენი პაროლი ინტერნეტბანკში ან დაგვიკავშირდეთ +(995 32) 2 27 27 27”, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი