თიბისი ბანკი ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიურ სიახლეებს გააცნობს

17 სექტემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ თიბისი ბანკი ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიურ სიახლეებს გააცნობს. როგორც ,,თაიმერს” თიბისი ბანკიდან აცნობეს ღონისძიებაზე თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალი ჩატარდება და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6 ფინალისტი გუნდი სხვადასხვა ბიზნესსექტორისათვის შექმნილ, პროგრამული უზრუნველყოფის პროტოტიპებს წარადგენს.  ასევე, თიბისი ბანკი ბიზნესკლიენტებს განახლებული ინტერნეტბანკის გაუმჯობესებულ ფუნქციებსა და სიახლეებს გააცნობს. მისამართი: სასტუმრო „სტამბა“, მერაბ კოსტავას #14

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ტყიბულში,არიან დაშავებულები