თიბისი 2.5 მილიონად მის საკუთრებაში არსებულ ფართს ყიდის

თბილისი (GBC) – თიბისი მის საკუთრებაში არსებულ კომერციულ ფართს ყიდის.

აუქციონზე ყოფილ ლესელიძის ქუჩაზე (კოტე აფხაზის ქუჩა N22) მდებარე უძრავი ქონებაა გამოტანილი. საწყისი ფასი 2.509 მლნ ლარია, ბიჯი 79 239 ლარი.

ფართში ადრე თიბისი ბანკის სერვისცენტრი იყო განთავსებული.

აუქციონი 25 თებერვალს, 14:00 საათზე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაპენსიო რეფორმის შეჩერების ინიციატივით “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტს მიმართა
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს პასუხობენ