თიბილოვმა ოპონენტის გამარჯვება აღიარა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და მან არჩევნების შედეგები აღიარა. “არჩევნები შედგა, ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. წინასწარი მონაცემებით, პარალმენტის თავმჯდომარე იმარჯვებს. ეს ხალხის არჩევანია და მის არჩევანს გონივნურად უნდა შეხვხვდეთ” – განაცხადა მოქმედმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

მანამდე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების და რეფერენდუმის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა. კომისიის წარმომადგენლის ბელა პლიევას ინფორმაციით, ხმების წინასწარი დათვლის შედეგები აჩვენებს, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. მან აღნიშნა, რომ კომისია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. არჩევნებსა და რეფერენდუმზე ამომრჩევლების აქტიურობამ 81% შეადგინა.

ასევე, რეფერენდუმის მონაცემებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეების 78% თანახმაა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელი შეეცვალოს და დაერქვას ალანია.
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია საბოლოო შედეგების მედიაში გამოქვეყნებიდან ათ დღეში გაიმართება.

 

https://youtu.be/jB77ZD4C0YM

banner
წინა სტატიაშისამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩევნების ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიანატო არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. რეფერენდუმს