ბიბილოვის ინიციატივა მიუღებელია ახალგორის მოსახლეობისთვის

ახალგორის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ლენინგორის რაიონად მოიხსენიებს, უკვე ერთი თვეა რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ინიციატივას განიხილავენ. ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლება მოუწოდებს რაიონის მოსახლეობას შეწყვიტოს თბილისში სიარული, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დათხოვილნი იქნებიან სამსახურიდან.

 

გამომცემა „Эхо Кавказа“ ამ თემას რეპორტაჟს უძღვნის.
მასალიდან ირკვევა, რომ თიბილოვმა ლენინგორის მოსახლეობას თავისი ინიციატივა 9 ივნისს გააცნო, როდესაც წარუდგინა მათ რაიონის ახალი ხელმძღვანელობა. შეხვედრის დროს მოიყვანეს ასეთი მაგალითი: გორის რაიონის წეროვნის დასახლებაში მცხოვრები დევნილები ლენინგორის რაიონში არიან დასაქმებულნი, ხოლო ადგილობრივები ხშირად სტუმრობენ თბილისს. მათ არჩევანი უნდა გააკეთონ: ან სამხრეთ ოსეთი ან საქართველო.
„Эхо Кавказа“-ს კორესპოდენტი მურად გიკემუხოვი წერს, რომ ბიბილოვის ინიციატივა „ჯერ არ არის შესული ძალაში. წეროვნელები განაგრძობენ მუშობას ლენინგორში, ხოლო ლენინგორელები ჩადიან თბილისში, მათ სამსახურიდან არავინ ათავისუფლებას, თუმცა მოსახლეობა აღელვებულია“.
რეპორტაჟის ავტორს მოჰყავს ადგილობრივი აქტივისტის თამარ მეარაქიშვილის სიტყვები: „რაიონის მოსახლეობა ამ ინიციატივას არაპატიოსან თამაშად აღიქვამს…ლენინგორელები შიშობენ, რომ არჩევნის გაკეთება მოუწევთ სამსახურსა და თბილისში ჩასვლის შესაძლებლობას შორის“.
რეპორტაჟში მოყვანილია ფაქტი, როდესაც ოსი ეროვნების მოქალაქეს უკვე დაუსვეს ამგვარი ულტიმატუმი. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა:ან მკურნალობა თბილისში ან სამსახური ლენინგორში.
რაიონის მოსახლეობისთვის საქართველო ერთადერთი ხსნა არის. იგი ერთადერთი ადგილია, სადაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას უფასოდ მკურნალობენ. შესაბამისად, ხალხი სულ უფრო ხმამაღლა გამოთქვამს უკმაყოფილებას ბიბილობის ინიციატივასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე გაზპრომთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე საუბრობს
შემდეგი სტატია,,თაიმერისა,, და ,,ენერგო პროს,, ურთიერთობით 500-მდე აბონენტის პრობლემა მოგვარდა