თიბილოვი საერთაშორისო სასამართლოს მოვლენების თავდაყირა დაყენებაში ადანაშაულებს

20სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არა მხოლოდ 2008 წლის მოვლენების თავდაყირა დაყენებას აპირებს, არამედ იმასაც, რაც ომის დასაწყისამდე იყო – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიება გუშინ თიბილოვმა დე-ფაქტო გენპროკურორ და საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილა – ამის შესახებ თიბილოვის პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
“ჩვენ ვივით, როგორი საშინელი დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა ფაშისტებმა სამხრეთ ოსეთის და მისი ხალხის წინაშე. 2008 წლის მოვლენები ეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულია. თუმცა, იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აკეთებს, იმის მცდელობას აქვს ადგილი, რომ 2008 წლის მოვლენები და მოვლენები, რომელიც მანამდე ცოტა ხნით ადერ ხდებოდა, თავდაყირა დააყენონ” – ამბობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი.

მან განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოქმედებები სამხრეთ ოსეთის და მისი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ არის მიმართული.
“ჩვენ დაზარალებული მხარე ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ” – განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე:ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურა განცხადებას ავრცელებს