თიბილოვი ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევას აპირებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევა უნდა. ლეონიდ თიბილოვის განცხადებით რესპუბლიკას სამხრეთ ოსეთი- ალანია უნდა ეწოდოს . ამ მოთხოვნით თიბილოვი აპირებს რომ დე ფაქტო პარლამენტსაც მიმართოს:
”ბევრ ერს სურს თავისი ისტორიის ინტერპრეტაცია მოახდინოს და სხვისი ისტორია მიითვისოს. სამხრეთ ოსეთში გაკვირვებულები იყვნენ იმით, რომ ინგუშეთში ”ალანიის კარიბჭე” ააშენეს, იმიტომ რომ მთელმა მსოფლიო იცის, ოსები- სკვითების და ალანების შთამომავლები არიან და ჩვენ არავის მივცემთ უფლენას ჩვენი ისტორია მიისაკუთროს.”- განაცხადა თიბილოვმა. მისი თქმით მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ არსებობს დაყოფილი ხალხის პრობლემა და სამხრეთ ოსეთის სახელწოდებას ჩრდილოეთ ოსეთის მსგავსად ალანია დაემატოს.

”დადგება ის ისტორიული მომენტი, როდესაც ოსეთის ორი ნაწილი გაერთიანება და ერთიანი ოსეთი შევა რუსეთის ფეერაციის შემადგენლობაში.”- აღნიშნა თიბილოვმა.

რუსეთის ფეერაციაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა თიბილოვმა ოქტომბერში გააჟღერა. მას რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტულ ტარიღზე არ უსაუბრია, თუმცა თიბილოვის თქმით რეფერენდუმი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: “უჰაერობაა…ესენი საშინლად უზრდელები არიან…კვირიკაშვილი კი არის პელე!
შემდეგი სტატია“ერთი-ორი შემთხვევა იყო, როცა ვეღარ შევიკავე თავი, არ ვიცი ეს კარგი იყო, თუ ცუდი”