თიბილოვი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს

ლეონიდ თიბილოვი სამხრეთ ოსეთის თვითგამიცხადებულ რესპუბლიკაში დღეს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს, რომლის მიხედვითაც არჩევნები მისმა კონკურენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მოიგო.

რამდენიმე წუთის წინ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის შტაბმა გაავრცელა, რომ მან არჩევნები მოიგო. შტაბმა კანდიდატს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა პრეზიდენტის პოსტზე. შტაბის განცხადებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგების აღიარებას და პრეზიდენტის სავარძლის დათმობას არ აპირებს. “ლეონიდ თიბილოვს გონიერებისკენ მოვუხმობთ. ის დაუყოვნებლივ უნდა დაემორჩილოს ხალხის ნებას” – ნათქვამია შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის რეგიონში, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დღეს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი უსწრებდა თავის ოპონენტებს. გამოკითხვის შედეგად, თიბილოვს ხმა ამომრჩეველთა 45,8%-მა მისცა, ბიბილოვს კი – 36,9%-მა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური უნდა გამართულიყო.
არჩევნებზე ამომრჩეველთა 81% გამოცხადდა

banner
წინა სტატიაშიანატოლი ბიბილოვის შტაბი ავრცელებს, რომ არჩევნები ბიბილოვმა მოიგო
შემდეგი სტატიამკვლელობა ოკუპირებული გალის რაიონში – სოფელ სიდაში წურწუმიების ოჯახს თავს დაესხნენ