თიანეთში განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში მეჭიაური გამარჯვებაში დარწმუნებულია

თიანეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში თამაზ მეჭიაური გამარჯვებაში დარწმუნებულია. საკრებულოს მხრიდან ბიუჯეტის პროექტის ორჯერ ჩაგდებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.

“ორივეჯერ პოლიტიკური ნიშნით ჩააგდეს ბიუჯეტი. ბიუჯეტის პროექტი რომელიც მე წარვადგინე იყო დაწერილი მათი ხელისუფლების მიერ. მე არ მქონდა დრო გავცნობოდი, რადგან 13 ნოემბერს შევუდექი მოვალეობის შესრულებას. ვადები რომ არ დარღვეულიყო სულ ერთი დღე რჩებოდა ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ მათივე შედგენილი იყო, მაინც ჩააგდეს”, – განუცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებს.

თამაზ მეჭიაური ამ წუთებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს, პარალელურად საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.
ბიუჯეტის დასამტკიცებლად საკრებულოს 27 წევრიდან 14 წევრის მხარდაჭერაა საჭირო. თამაზ მეჭიაურის გუნდიდან თიანეთის საკრებულოში 7 წევრია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები კლინიკის დირექტორის კაბინეტში შეიჭრნენ
შემდეგი სტატიაჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა დღეს ოთარ აბესაძის ბადრაგირება სასამართლოში და არა ექსპერტიზაზე