თიანეთში, არჩევნების შედეგები კითხვებს აჩენს – ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ თიანეთში არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნებს აჩენს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს:

“ნამდვილად ეს არის გამონაკლისი, დანარჩენი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არჩევნები ჩატარდა საკმაოდ ობიექტურად. აქ ნამდვილად არის კითხვები დარჩენილი და ვფიქრობ, რომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში თიანეთში, ოცივე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, თამაზ მეჭიაურმა 3077 ხმა მიიღო და “ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს – 50.03% (3081 ხმა).

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება
შემდეგი სტატია“ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობენ არის ყურადსაღები”- ჩუგოშვილი საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებზე