თიანეთის საკრებულოს ბიურომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი მიიღო

თიანეთის საკრებულოს ბიურომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი მიიღო. მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მსჯელობა კი უკვე ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე გაგრძელდება.

„ქართულმა ოცნებამ“ თამაზ მეჭიაურის მიერ შეტანილი პროექტი უკვე ორჯერ ჩააგდო. თამაზ მეჭიაური ამტკიცებს, რომ ამჯერად შემცირდა მისი ოპონენტის, ზაქარია ქუცნაშვილის გავლენა საკრებულოზე.

მერის თქმით, მას კონსულტაციები ჰქონდა რეგიონის რწმუნებულთანაც.

„აქ ბავშვმაც კი იცის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ზაქარია, რომელიც იმალება და საერთოდ ვერ შემოდის რაიონში ან შუაღამით შემოიპარება ხოლმე. უკვე სერიოზულ პრობლემებს უქმნის ის თავის პარტიულ ხელმძღვანელობასაც. ნამდვილად არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესებში, რომ ასეთი კოლაფსური სიტუაცია შექმნას რაიონში,“ – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სავალი ხაზები გაკეთდება
შემდეგი სტატიაყველა სხვას ახოცავს ხელს, განსაკუთრებით საწყალ ნარმანიას – ოპოზიცია სამშენებლო ნებართვებზე საუბრობს