თიანეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

მისი განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ დღეს ეს შედეგი დადგებოდა. ამასთან, თიანეთის მერის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ფაქტობრივად, ერთხმად მოხდა.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა მერიის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხიც.
როგორც თიანეთის მერმა აღნიშნა, ბიუჯეტის სახსრები სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორისაა, საბავშვო ბაღების როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე კვების კუთხით გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ტრანსპორტი, გარე განათება, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.

როგორც ცნობილია, თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ორჯერ იყო დაწუნებული, რასაც თამაზ მეჭიაური „ხელოვნურად მართულს“ უწოდებდა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: “არ შეიძლება პოპულიზმი განათლების მართვისას”
შემდეგი სტატია,,მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში პატიმრობის შემთხვევაში, არასათანადო მოპყრობის საფრთხე არ არსებობს”