თეთრუაშვილის სკანდალური სატელეფონო საუბარი – 40 მილიონიანი ნივთი პატრიარქისთვის

გაზეთ ,,ქრონიკა პლიუსის” მთავარმა რედაქტორმა პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუუაშვილის და აფრიკაში მყოფი ალეკო ამაღლობელის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. ამაღლობელი თეთრუაშვილს პროფესორად და ყოფილ სამხედრო მოსამსახურედ წარუდგა და საკუთარი თავი ძველი შეხვედრებიდან გაახსენა. სატელეფონო საუბარში ამაღლობელი ამბობს, რომ აფრიკაში გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც 1977 წელს საქართველოს პატრიარქთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა და მან პატრიარქს 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების “ძალიან ძვირფასი რამ” დატოვა. ამაღლობელი ამბობს, რომ მას სურს ეს ნივთი საქართველოს პატრიარქს თეთრუაშვილის მეშვეობით გადასცეს. ამაღლობელი ამავე საუბარში შორენა თეთრუაშვილს სთხოვს, რომ პატრიარქს მისი ნაცნობი დაალოცინოს. ამაღლობელი ამ ადამიანის ვინაობას და ტელეფონის ნომერსაც აწვდის.სატელეფონო საუბრისას თეთრუაშვილი და ამაღლობელი თანხმდებიან, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლისას მათ შეხვედრა შედგება.

https://youtu.be/-727kRUtxB0

“როგოც მოისმინეთ ჩანაწერი, რომელიც ახლა გავასაჯაროვე შორენა თეთრუაშვილს ეხება. მოისმინეთ, რომ მას უკავშირდება კონკრეტული პირი, რომელსაც სურს გადასცეს პატრიარქისთვის ანდერძით დატოვებული 40 მილიონის ღირებულების ნივთი. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ეს უძვირფასესი ქვაა, ამავე წყაროს ცნობით, აღნიშნულმა პიროვნებამ მდივან რეფერენტს 4- მილიონიანი ძვირფასი ქვა ნამდვილად გადასცა, მაგრამ შორენა თეთრუაშვილს ის საპატრიარქოში არ მიუტანია. რაკი ჩანაწერში პიროვნება საკუთარ სახელს და გვარს ასახელებს, ობიექტური გამოძიების პირობებში სიმართლის დადგენა ძნელი არ უნდა იყოს,”-აცხადებს “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

 

წყარო: პირველი რადიო

banner
წინა სტატიაშიარაოფიციალური ინფორმაციით, თემქაზე სროლა იყო
შემდეგი სტატიაამერიკელი კანონმდებლები Sputnik–ის მაუწყებლობით დაინტერესდნენ