თეთრუაშვილი საპატრიარქოში სძულთ

თეთრუაშვილი საპატრიარქოში სძულთ… მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება პატრიარქმა სამჯერ მიიღო- ეს განცხადება, მკვლელობის მომზადების მცდელობაში ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, საქართველოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის დაკითხვის შემდეგ გააკეთეს.

დაცვის მხარემ მედიას სასამართლო სხდომაზე სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემული ჩვენება გააცნო. ადვოკატები ამბობენ, რომ შორენა თეთრუაშვილი ცუდ დამოკიდებულებაში იყო მამა გიორგი მამალაძესთან, მან დეკანოზი “დღიდან სამსახურში დანიშვნისა აითვალისწუნა”. ადვოკატი პეტრე მეხრეშვილი აცხადებს, რომ თეთრუაშვილი მამა გიორგი მამალაძის ჩამოშორების მიზნით მის დისკრედიტაციას ცდილობდა.

რაც შეეხება კონკრეტულად ე.წ. ციანიდის საქმეს, ადვოკატების განცხადებით, სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ პატრიარქს მამა გიორგი მამალაძის თავმდებში ჩადგომა სურდა, რათა დეკანოზი ციხიდან გამოეშვათ, მაგრამ ამ საკითხში პატრიარქი მეუფე იაკობმა გადაარწმუნა.

“ისიც დაადასტურა, რომ შორენას ახასიათებს თხოვნები, ნებისმიერი საგნის მოთხოვნა, გაიხსენა ისიც როგორ სთხოვა შორენამ უშუალოდ მას გველის შხამი. ბუნებრივია ოხანაშვილმა დაადასუტრა, რომ მამა გიორგის არანაირ მკვლელობის მომზადებასთან კავშირი არ აქვს, არანაირი მკვლელობის სურვილი არ შეიძლებოდა ჰქონოდა შორენა თეთრუაშვლის. შორენა თეთრუაშვილი არ იყო ის პირი საპატრიარქოში, რომ სასულიერო პირების დაწინაურება დაქვეითებაზე რაიმე ზეგავლენა მოეხდინა,”-განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშივინ იქნება აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი
შემდეგი სტატია(video) ადამიანები იგონებენ საფრთხეებს – სოზარ სუბარი სეკულარიზმზე პრემიერის განცხადებას ხსნის