ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის სტატუსი როტაციულიდან მუდმივ ფორმატზე შეცვალა.
პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის, მარცინ პშიდაჩის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას და ძალაში ტოვებს პირობას პოლონეთში 5 000 ჯარისკაცის განთავსების შესახებ.
პოლონური მხარის შეფასებით, სამხედრო ყოფნის მუდმივ საფუძველზე გადასვლა უსაფრთხოების კუთხით ძლიერი სიგნალია როგორც აღმოსავლეთისთვის, ისე დასავლეთისთვის. ძალების ახალი განლაგების საბოლოო გეგმა, რომელზეც პენტაგონი მუშაობს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გახდება ცნობილი.


















