თეთრი სახლის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ირანის მიმართ სანქციები მომავალი კვირიდან შემოიღოს – Reuters-ი თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. “ჩვენ 100%-ით მიმართული ვართ იქითკენ, რომ ირანს ატომური იარაღი არ ჰქონდეს” – თქვა სანდერსმა. მან აღნიშნა, რომ აშშ ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას გააგრძელებს და “უზარმაზარ სანქციებს შემოიღებს”. პრესმდივანის თქმით, სანქციები მზად იქნება მომავალი კვირისთვის.
გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გამოდის ირანთან ატომური შეთანხმებიდან. ამავე დროს ჩინეთი, რუსეთი და ევროპის ქვეყნები შეთანხმებაში რჩებიან.