თეთრმა სახლმა ერდოღანთან არაფორმალური შეხვედრის ანონსი გააკეთა

თეთრმა სახლმა ერდოღანთან არაფორმალური შეხვედრის ანონსი გააკეთა

თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯოშ ერნესტის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის ლიდერი ტაიპ ერდოღანი არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ – Reuters-ი წერს. მოლაპარაკებები შესაძლებელია ვაშინგტონში მიმდინარე ატომური უსაფრთხოების სამიტზე შედგეს, რომელსაც თურქეთის ლიდერი, სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად დაესწრება. „ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს საშუალება ექნება ერდოღანთან არაფორმალური შეხვედრა მაინც მოაწყოს“ – განაცხადა ერნესტმა და დაამატა, რომ თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ოფიციალურად შეხვდება.
რამდენიმე დღის წინ The Wall Street Journal-მა გაავრცელა, რომ ობამამ ეროღანს უარი უთხრა შეხვედრაზე, თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა ინფორმაცია უარყო.
ვაშინგტონში 31 მარტსა და 1 აპრილს ატომური უსაფრთხოების სამიტი გაიმართება, სადაც ატომური ტერორიზმის უსაფრთხოების ზომების შესახებ იქნება საუბარი.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში არამარტო რუსული პროპაგანდის ფონია აწეული, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული”
შემდეგი სტატიასოფელ გეგუთთან ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა