თეთრმა სახლმა დაასახელა „არშემდგარი სახელმწიფოები“

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა, სირია და ირანი მიეკუთვნებიან „არშემდგარ სახელმწიფოებს“.
აშშ-ს სირიაში სახმედრო მოქმედებების კომენტირებისას მან აღნიშნა: „ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას არ უჭერენ მხარს მხოლოდ სირია, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და რუსეთი. რუსეთის გარდა, ყველა მათგანი „არშემდგარი სახელმწიფოა“.
სპაისერის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაუშვებს ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის განვითარებას და მიიღებს შესაბამის ზომებს პხენიანის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე.

banner
წინა სტატიაშიმსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა
შემდეგი სტატიათამარ სხირტლაძე – თეატრიდან გამიშვეს, 80 წლის რატომ გახდიო