თეთრიწყაროში მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულია მერიის თანამშრომელი, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

„ერთი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა და ეს არის მერიის თანამშრომელი. გუშინვე მერიის თანამშრომლის მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი. მერიის სხვა თანამშრომლებთან, ასევე ინფიცირებულის კონტაქტებთან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხია მოსული.

ინფიცირებულების ოჯახები არიან თვითიზოლაციაში და მკაცრ კარანტინში, 40-ზე მეტი ადამიანი არის მკაცრ მეთვალყურეობაში“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის 20 შემთხვევაა დადასტურებული.

banner
წინა სტატიაშივაზიანის დასახლებაში მდებარე სოციალურ საწარმოებში პირბადეების და პურის წარმოება დაიწყო
შემდეგი სტატიახმაური იყო ოზურგეთის აგრარულ ბაზარში