10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

თეთრიწყაროში მარკეტიდან 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარეს

თეთრიწყაროში მარკეტიდან 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარეს. ფაქტზე შსს-მ 1 პირი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სიგარეტები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმედია: ანტალიაში, ტორნადოს შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
შემდეგი სტატიაგახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში