თეთრიწყაროში ბოლო ორ დღეში გამოკვლეული 38 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ბოლო ორ დღეში გაგზავნილი 38 ნიმუშიდან „კოვიდ-19“ მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

დადასტურებული შემთხვევა სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება და აღნიშნული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი თეთრიწყაროში სულ 54 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ექვსი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია​ : გამოჯანმრთელებულებს და ინფიცირებულებს შორის სხვაობა 100-ზე მეტია
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა თეთრიწყაროს და ბოლნისის კლასტერიდანაა