თეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ თეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 20 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დაღეთში მოქალაქის კუთვნილი 7 ცხენი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ცხოველები პატრონს დაუბრუნეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგთხოვთ, ტონი შეარჩიოთ, აქ დარჩებით იქამდე, სანამ ყველა შეკითხვას პასუხს არ გასცემთ – სამადაშვილი გვენეტაძეს
შემდეგი სტატიადღეს რაც ხდება, საკმაოდ მძიმედ აისახება „ქართული ოცნების“ როგორც დღევანდელ დღეზე, ისე ხვალინდელზე – ჭიჭინაძე