თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში იპოვეს, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ექსპერტიზაზე ჯერ არ გადაუსვენებიათ.

შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. საგამოძიებო პროცესში ექსპერტ-კრიმინალისტებიც ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს. 5 დღის წინ დაკარგული გოგონას ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს. ოჯახმა მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს”- ვოლსკი ბაჩალიაშვილზე