თეთრი ტბის დასახლებაში, სამი ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, თეთრი ტბის დასახლებაში გზის მოწესრიგებას ახორციელებს. სამუშაოები სამ ქუჩაზე მიმდინარეობს: კალანდაძის ქუჩის მონაკვეთზე, თეიმურაზ ბატონიშვილის I და II შესახვევისა და ბორჩალოელის ქუჩის მონაკვეთებზე.

სამუშაოების შედეგად, 1 250 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, 12 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, იგება ასფალტის საფარი, რისთვისაც 1 200 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, ბესიკ კალაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – რეალობამ აჩვენა, რომ ეროვნული ბაკის საბჭოდან წასულმა ადამიანებმა მართებული გადაწყვეტილება არ მიიღეს
შემდეგი სტატიაიცით როგორ საზიზღარ ადამიანებს ვიცნობ და რამდენს? – დავითულიანი რუსი ბიზნესმენის პარლამენტში შეყვანაზე