“თეთრი სახლისა და უკრაინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ „უსაფრთხოების ჩარჩოზე“ და განიხილეს, თუ რა სახის შეკავების პოლიტიკა იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო შეთანხმების ფარგლებში”, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უმეროვ-ვიტკოფს შორის დადებითი კომუნიკაციის მიუხედავად, მცირეა იმის მტკიცებულება, რომ მოხდა მნიშვნელოვანი გარღვევა, რომელსაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში ახალ იმპულსად აღიქვამდნენ.
გამოცემა, ასევე, ამბობს, რომ ვაშინგტონმა და კიევმა შეთანხმებას მიაღწია და რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, აჩვენოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისადმი მზაობა და შეთანხმების დაცვის ერთგულება.



















