თეთრი სახლისა და კონგრესის წარმომადგენლები “შათდაუნის” დასასრულებლად მოლაპარაკებებს მართავენ

შაბათს აშშ-ს კონგრესისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებმა, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ხელმძღვანელობით, მოლაპარაკებები გააგრძელეს, რომელიც მანამდე დონალდ ტრამპსა და ოპოზიციას შორის შედგა. მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანია მთავრობის ნაწილობრივი დახურვის დასრულება, რომელიც უკვე მესამე კვირაა გრძელდება.
მდგომარეობა ჩიხში შევიდა დონალდ ტრამპის მიერ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლისთვის ფინანსების გამოყოფის მოთხოვნის შედეგად. ტრამპის თქმით, გამოსავალი დამოკიდებულია მხოლოდდამხოლოდ დემოკრატებზე, მათ მხარი უნდა დაუჭირონ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებას – ამის შესახებ “ტვიტერში” დაწერა. “ყველაფერი, რაც საჭიროა, ეს საზღვრის რეალური უსაფრთხოებაა, რომელიც ყველას სურვილია, ნარკოდილერების, ადამიანით მოვაჭრეებისა და დამნაშავეების გარდა” – დაწერა ტრამპმა. პარასკევს ტრამპმა განაცხადა, რომ “შათდაუნი” შესაძლებელია გაგრძელდეს თვეები, შეიძლება, სულაც წელიწადი, მანამდე, სანამ კონგრესი კედლის ასაშენებელ 5,6 მილიარდ დოლარს არ დაამტკიცებს ბიუჯეტში.

banner
წინა სტატიაშითალიბებთან, შესაძლებელია, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყოს
შემდეგი სტატიასაქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი