13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-მა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება მოითხოვა

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-მა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება მოითხოვა.

„დილით ვნახე ზოგიერთი, კვლავ მცდარი ინფორმაცია, რომ ჩვენ ფორმალურად მოვითხოვეთ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება. ეს სიმართლე არ არის“, – განაცხადა ლივიტმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს.

კითხვაზე, გაიმართება თუ არა ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, ლივიტმა აღნიშნა, რომ ის სავარაუდოდ ისევ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში შედგება.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ირანის პორტებთან მიმავალი და იქიდან გამომავალი ყველა ქვეყნის გემის მიმართ სრულად ამოქმედდა.

„ირანის საუკეთესო ინტერესებშია, შეასრულოს პრეზიდენტის მოთხოვნები, რომლებიც მან ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა“, – აღნიშნა ლივიტმა.

banner
წინა სტატიაში2025 წელს საქართველოში ხორბლის, სიმინდის, კარტოფილისა და ხილის წარმოება შემცირდა
შემდეგი სტატიანინო ჩხობაძე: მეწყერსაშიშ ზონაში 110 თემია მოქცეული