10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ ირანში სამხედრო ოპერაციის მიზნებს სავარაუდოდ 4-6 კვირაში მიაღწევს

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანში სამხედრო ოპერაციის მიზნებს სავარაუდოდ 4-დან 6 კვირაში მიაღწევს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ოპერაციის მიზნებია: ირანის სარაკეტო პროგრამის და საზღვაო ფლოტის განადგურება, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილება, ასევე, რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტა.

„სულ რაღაც ექვსი დღის შემდეგ, ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული საპასუხო დარტყმები 90 პროცენტით შემცირდა. ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ „ჰეზბოლა“ და ჰუსიტები თითქმის არ იბრძოდნენ“, – აღნიშნა ლივიტმა.

ირანის მომავალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით კითხვაზე ლევიტმა განაცხადა, რომ „ამერიკის ინტერესებშია, ირანი აღარ იმართებოდეს რადიკალური ტერორისტული რეჟიმის მიერ“ და რომ დონალდ ტრამპი „აქტიურად განიხილავს, ვინ გახდება ირანის მომავალი ლიდერი“.

„პრეზიდენტი, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, როდესაც დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის და ოპერაცია „ეპიკური მრისხანების” მიზნები სრულად შესრულებულია, ირანი უპირობო დანებების მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუნდაც, თავად ასე არ თქვას. გულახდილად რომ ვთქვა, მათ ამის სათქმელი ადამიანიც თითქმის აღარ ჰყავთ; შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ყოფილი ტერორისტული რეჟიმის 50-ზე მეტი ლიდერი გაანადგურა, მათ შორის თავად უზენაესი ლიდერი“, – განაცხადა ლევიტმა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში დააკავეს პირები, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აფეთქებას გეგმავდნენ
შემდეგი სტატია7 მარტი საქართველოს პირველი ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას დაბადების დღეა