თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი: ტრამპს, ერდოღანისთვის გიულენის ექსტრადირების პირობა არ მიუცია

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისთვის ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირების პირობა არ მიუცია.

″დიდი ოცეულის″ პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვდრის დროს, პრეზიდენტ ტრამპს გიულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით პირობა არ მიუცია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ″როიტერი″ თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთმა, გადატრიალების მცდელობის შემდეგ გიულენის ექსტრადირება არაერთხელ მოითხოვა. თუმცა, ჯერჯერობით აშშ-სგან პასუხი არ მიუღიათ.

წყარო: https://www.reuters.com/article/us-turkey-usa-gulen-extradite/trump-did-not-tell-erdogan-he-would-extradite-gulen-white-house-official-idUSKBN1OG2BZ

banner
წინა სტატიაშიზღვარს გადადიხარ… საკმარისია, ზონდერები მოიკითხეთ თქვენთან – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია გამოძიება არ იყოს ცალმხრივი და იყოს სრულყოფილი და ყოვლისმომცველი – ომბუდსმენი კახეთში მომხდარ დაპირისპირებას სწავლობს