15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ღონისძიებაზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები

თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, მომხდარ სროლაზე, რომელიც ვაშინგტონში სასტუმრო „ჰილტონში“ მოხდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

NBC NEWS-ს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ თავდასხმის საფრთხის შესახებ სამართალდამცავებს ინფორმაცია ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.

სამართალდამცავების ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები მკვეთრად ანტი-ტრამპისტული ხასიათისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალენი თავის ჩანაწერებში აკონკრეტებს, რომ მისი სამიზნე ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იყვნენ და არა სასტუმროს თანამშრომლები ან სტუმრები.

წერილებში ის ბოდიშს უხდის ოჯახსა და მეგობრებს, თუმცა დასძენს, რომ მათგან შენდობას არ ელის.

ეჭვმიტანილის და გამომძიებლებს უყვება, რომ მის ძმას რადიკალური კომენტარებისკენ ჰქონდა მიდრეკილება და მუდმივად საუბრობდა „მსოფლიოს პრობლემების მოგვარების გეგმაზე“.

დამ ასევე დაადასტურა, რომ ალენმა ორი პისტოლეტი და თოფი შეიძინა.

როგორც ირკვევა, ალენის მშობლებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ შვილი მათ სახლში ცეცხლსასროლ იარაღს მალავდა.

SKYNEWS-ის ინფორმაციით, ამერიკელი სამართალდამცავები ვაშინგტონ ჰილტონის სასტუმროს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს დეტალურად სწავლობენ, რათა აღადგინონ კოულ ალენის გადაადგილების ზუსტი მარშრუტი თავდასხმის მცდელობამდე.

ვიდეოჩანაწერების ანალიზის საფუძველზე, გამოძიება მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილმა თავისი ნომრიდან ქვედა სართულებისკენ გადასაადგილებლად სასტუმროს შიდა კიბე გამოიყენა და არა ლიფტი, რათა ნაკლები ყურადღება მიეპყრო.

ალენი უსაფრთხოების გამშვებ პუნქტზე მდგარ მაგნიტომეტრში (მეტალოდეტექტორში) სირბილით გაიჭრა, რის შემდეგაც ის იმ სართულზე დააკავეს, რომელიც უშუალოდ საზეიმო დარბაზის (ballroom) შესასვლელის თავზე მდებარეობს.

გამოძიებაში ჩაერთო FBI-ის ქცევის ანალიზის განყოფილება (Behavioral Analysis Unit). განყოფილებამ უნდა შეადგინოს ეჭვმიტანილის სრული ფსიქოლოგიური პორტრეტი.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი: სამოქალაქო დაპირისპირებას, სიღატაკეს და ნეგატიურ განვითარებას აფინანსებდა ევროკავშირის სხვადასხვა ფონდი
შემდეგი სტატიასამხრეთ სუდანის დედაქალაქთან თვითმფრინავის ჩამოვარდნას 14 ადამიანი ემსხვერპლა