თეთრი სახლი: ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებს

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებს“, – აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

თავდასხმის შემდეგ რუსეთმა პირობა დადო, რომ მიიღებს მკაცრ საპასუხო ზომებს უკრაინის წინააღმდეგ, რაზეც თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო და მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს დაასრულონ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა.

„ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ეს მათი ომია და მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს დაასრულონ უკრაინიდან ძალების გაყვანით, ნაცვლად იმისა, რომ განახორციელონ სასტიკი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე“,- განაცხადა კარინ ჟან პიერმა.

ამავდროულად, კიევში განაცხადეს, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულმა თავდასხმამ გაანადგურა უკრაინული მარცვლეულის საწყობები მდინარე დუნაიზე და დაიჭრა შვიდი ადამიანი. კრემლში კი განაცხადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის სპეცსამსახურების ცნობით, 18 ივნისის შემდეგ რუსეთმა გაზარდა დარტყმების რაოდენობა ოდესისა და სამხრეთ უკრაინის სხვა რაიონების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაოკუპანტებს ფრონტის წინახაზზე, მოთუშული ხორცის კონსერვის ნაცვლად, ქონის მასას უგზავნიან (ვიდეო)