თეთრი სახლი – უკრაინის მმართველობა განისაზღვრება უკრაინელი ხალხით და კონსტიტუციით

უკრაინის მმართველობა განისაზღვრება ხალხით და კონსტიტუციით, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღებას ეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს გარე მმართველობის შემოღების შესაძლებლობას, რაც გზას გაუხსნის ლეგიტიმურ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ეს კი მათთან შეთანხმებას უშედეგოს ხდის.

banner
წინა სტატიაშიოლიგარქის პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ საგამოძიებო კომისიაში გიორგი გახარიაც დაიბარონ
შემდეგი სტატიათიბისის ახალი ინიციატივა სტუდენტებისთვის – დაზოგე თანხა უნივერსიტეტის კაფეტერიაში