11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

თეთრი სახლი: ტრამპმა ირანთან დაკავშირებული ახალი წინადადება თანაშემწეებთან ერთად განიხილა

The Times of Israel-ის ცნობით, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლივიტმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად თეირანისგან მიღებული ახალი ინიციატივა განიხილა. საუბარია ირანის მცდელობაზე, იპოვოს გამოსავალი მიმდინარე ომიდან.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა წინადადების განხილვას დაეთმო, თეთრი სახლი ხაზს უსვამს, რომ ეს არ ნიშნავს პოზიციების შერბილებას.

ლივიტის თქმით, პრეზიდენტის „წითელი ხაზები“ ირანთან მიმართებით „ძალიან, ძალიან მკაფიოა“ და ვაშინგტონი მათზე უკან დახევას არ აპირებს.

ირანის წინადადება გულისხმობდა სტრატეგიული სრუტის გახსნას იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეწყვეტდა ირანის პორტების ბლოკადას.

რესმდივანმა დააზუსტა: „არ ვიტყოდი, რომ ისინი ამას სერიოზულად განიხილავენ როგორც ვარიანტს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ მიმდინარეობს დისკუსია”.

banner
წინა სტატიაშირუსული მედია: რუსეთში ძებნილი ყოფილი მოსამართლე საქართველოში ცხოვრობს
შემდეგი სტატიაგერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული