თეთრი სახლი: თუ კანონს საბოლოოდ მიიღებენ, გვაიძულებს, გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ თუ პარლამენტი რუსულ კანონს საბოლოოდ მიიღებს, “იძულებული იქნებიან, საქართველოსთან ურთიერთობები გადააფასონ”. ეს თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

თეთრ სახლში ელიან, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა “გაურკვეველია, შეეცდება თუ არა პარლამენტი, რომ გადალახოს პოტენციური ვეტო”.

კარინ ჟან-პიერის განცხადებით, კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს.

“ჩვენ გვაქვს განცხადება ამის თაობაზე – ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებული საქართველოში, კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც ახლახან დამტკიცდა, როგორც თქვენ თქვით პარლამენტში და ჩვენ ველით რომ საქართველოს პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, თუმცა გაურკვეველია, შეეცდება თუ არა პარლამენტი, რომ გადალახოს პოტენციური ვეტო.

ჩვენ ღიად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთების შესახებ ამ კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს და ნუ დავივიწყებთ NATO-საც. ქართველი ხალხი ქუჩებში აპროტესტებს და გამოხატავს თავის აზრს ამ კანონთან დაკავშირებით. ამ შაბათ-კვირას ვაკვირდებოდით, ჩვენ ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგეები, რომელთა მიმართაც უშედეგოა დაშინების ტაქტიკები. ისინი მთავრობას ეუბნებიან, რომ უკან წაიღოს ეს კანონს, რადგან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი.

ჩვენ ვნახავთ რას გააკეთებს პარლამენტი, მაგრამ თუ ეს კანონმდებლობა საბოლოოდ მიიღება, ის გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან”- თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: არჩევნებზე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი, ამას უშუალო ჩართვით არ გავაკეთებ
შემდეგი სტატია11 სენატორი: კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-სთან