თეთრი სახლი მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ოფიციალურ ვებგვერდზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა.

ასევე თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულია აშშ-ის ვიცე პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთობლივად გამართული პრესკონფერენციის ტექსტიც.
ამასთან, საქართველოში ვიზიტს შესახებ წერს ვიცე-პრეზიდენტის მეუღლის პრესსამსახურიც. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქერენ პენსი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და სარეაბილიტაციო ცენტრ „კამარას“ ესტუმრა.

თეთრი სახლის ვებგვერდზე ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის მეორე ლედიმ თბილისში ვიზიტისას ერთ-ერთ რესტორანში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ისადილა. ამის შემდეგ კი ქართველ მხატვარ ოლესია თავაძეს შეხვდა და ქარვასლაში გამოფენილი მისი ნამუშევრები დაათვალიერა.

ქერენ პენსი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სიონის ტაძარშიც, – ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში უკვე დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიმზადდება პუტინის ვიზიტი აფხაზეთში
შემდეგი სტატიამსოფლიო მედია საქართველოს შესახებ