8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

თეთრი სახლი – ირანული სამხედრო გემი თვლიდა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო

ირანული სამხედრო გემი თვლიდა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო, მაგრამ ასე არ იყო, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, თეთრი სახლი აქვეყნებს კადრებს, სადაც ირანული სამხედრო გემი ცეცხლმოკიდებულია.

„ომის დეპარტამენტი გამარჯვებისთვის იბრძვის“, – წერია თეთრი სახლის მიერ „იქსზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 4 მარტს შრი ლანკის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ გალეს სიახლოვეს ირანულმა ფრეგატმა, „დენამ“ განგაშის სიგნალი გაავრცელა. ირანულ გემზე თავდასხმის შედეგად 101 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 78 კი დაიჭრა. შრი ლანკის თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებდნენ, თუ რომელი ქვეყნის წყალქვეშა ნავი დაესხა თავს ირანულ ხომალდს.

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი კი აცხადებს, რომ შრი ლანკის სანაპიროებთან ირანულ გემს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა დაარტყა. მისი თქმით, ინდოეთის ოკეანეში მცურავ ირანულ ფრეგატზე თავდასხმა ტორპედოთი განხორციელდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წყალქვეშა ტორპედოს გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა “რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაMEE: ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს დაარტყას